ჯანდარას საჯარო სკოლის  სამი წარჩინებული კურსდამთავრებული ოქროს მედლებით დაჯილდოვდა
03-05-2023

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარას საჯარო სკოლის 2021 წლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს -  გუნელ ნოვრუზოვასნახიდ ასლანოვსა და ქანან ალაზოვს ოქროს მედლები გადაეცათ.

ისინი სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის დაჯილდოვდნენ.

„ჯანდარას საჯარო სკოლა დიდი სიამაყით და სიხარულით ულოცავს 2021 წლის კურსდამთავრებულებს ოქროს მედლების მიღებას. ახალგაზრდებო, გისურვებთ წინსვლას, წარმატებებს, თქვენი ნიჭისა და შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებას და რაც მთავარია, ყველა მიზნის მიღწევას!“, - აღნიშნავენ სკოლაში.

შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8 ვერცხლის მედალს მოიპოვებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203