გეგუთის N2 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებმა დედამიწის დღე საინტერესო აქტივობებით აღნიშნეს
03-05-2023
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღე აღნიშნეს.

ამ თარიღთან დაკავშირებით, მე-9 მოსწავლეებმა, დამრიგებელი ნანა ჯიქიძის ხელმძღვანელობით, აქტივობები გამართეს - დარგეს ნარგავები, გააკეთეს სკვერი და შექმნეს აღნიშნულ თემაზე პლაკატები.

მოსწავლეები აქტივობების მიმდინარეობაში განსაკუთრებული მონდომებით ჩაერთნენ, ცოდნა გაიღრმავეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და შესაძლებლობები გამოავლინეს.

აღსანიშნავია, რომ ისინი დედამიწის მოფრთხილების მნიშვნელობასა და აუცილებლობას კარგად აცნობიერებენ.

დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი დედამიწის დღის ქსელის მიერ მსოფლიო მასშტაბითაა კორდინირებული და ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203