რუსთავის N23 საჯარო სკოლის ტერიტორია მოსწავლეებმა გაამწვანეს
03-05-2023

ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ რუსთავის N23 საჯარო სკოლის მოსწავლეები განსაკუთრებული სოციალური პასუხისმგებლობით გამორჩევიან. 

ისინი გარემოს მოფრთხილების მნიშვნელობასა და აუცილებლობას კარგად აცნობიერებენ. ამიტომაც, შესაბამის აქტივობებს ხშირად მართავენ. ამჯერად, მათ სკოლის ტერიტორია დაასუფთავეს, შემდეგ კი მწვანე ნარგავები დარგეს. 

მოსწავლეები აქტივობების მიმდინარეობაში განსაკუთრებული მონდომებით ჩაერთნენ, დრო ნაყოფიერად გაატარეს და შესაძლებლობები გამოავლინეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203