გეგუთის N2 სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებმა წიგნის მსოფლიო დღე აღნიშნეს და ერთმანეთს ძვირფასი საჩუქარი გაუკეთეს
03-05-2023
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის N2 საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, მნიშვნელოვან თარიღებს შესაბამისი აქტივობებით აღნიშნავენ. 
 
გამონაკლისი, რასაკვირველია, არც წიგნის საერთაშორისო დღე ყოფილა. ამასთან დაკავშირებით, მე-9 კლასის მოსწავლეებმა - მარიამ ურუშაძემ, გვანცა ხოჯავამ, დიმა კუხიანიძემ და დამრიგებელმა ნანა ჯიქიძემ ერთმანეთს საინტერესო წიგნები აჩუქეს.

მათი წაკითხვის შემდეგ კი ამ ნაწარმოებების განხილვას მოაწყობენ.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა განვითარებაზე, მოტივირებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ორიენტირებული აქტივობები ხშირად ეწყობა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203