„დედა ენა ერთია“- გეგუთის N2 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეთა საინტერესო ღონისძიება
03-05-2023
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის N2 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა საინტერესო ღონისძიება გამართეს. 

კონკრეტულად, პირველი, მეორე, მეხუთე და მეექვსე კლასის მოსწავლეებმა, ქართულის მასწავლებლის - ნუცა კუპრავას ხელმძღვანელობით, ღონისძიება „დედა ენა ერთია“ მოაწყვეს.

მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და საინტერესო ნომრები წარადგინეს, რამაც დიდი მოწონება დაიმსახურა. აღსანიშნავია, რომ აქტივობებში მომავალი პირველკლასელებიც მონაწილეობდნენ.

14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად 1990 წლიდან დაწესდა. 1978 წლის 14 აპრილს, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის  ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსის შეცვლის მცდელობას საპროტესო აქცია მოჰყვა. რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა რამდენიმე ათასმა ადამიანმა სიცოცხლის რისკის ფასად დაიცვა ქართული ენა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203