„მადლიერების ყულაბა“ - სოციო-ემოციური სწავლების საინტერესო აქტივობა“- ქუთაისის N1 სკოლის პედაგოგ ლალი გელოვანის საინტერესო სტატია
03-05-2023
აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ქუთაისის N1 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლი ლალი გელოვანის მოსწავლეთა განვითარებასა და მოტივირებაზე აქტიურად ზრუნავს. 

ის სწავლებისას თანამედროვე მეთოდებსა და აქტივობებს იყენებს. მოსწავლეები კი მისი ხელმძღვანელობით არაერთ საინტერესო პროექტსა თუ ღონისძიებაში ერთვებიან. ამჯერად, ლალი გელოვანმა სტატია - „მადლიერების ყულაბა“ - სოციო-ემოციური სწავლების საინტერესო აქტივობა“, მოამზადა.

ის ნაშრომის საშუალებით ცოდნასა და გამოცდილებას კოლეგებს უზიარებს.   

„დემოკრატიული საკლასო ოთახი ჯანსაღი და ღია ურთიერთობის საწინდარია, სადაც მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ საკლასო პროცესში, რაც მათში სოციოემოციური სწავლების განვითარებას მოითხოვს. ჯანსაღი, სოციალურად ჰარმონიული და უსაფრთხო საზოგადოების ფორმირების დაკვეთა მიმართულია სკოლისაკენ, ხოლო, თავის მხრივ, სამყაროს კომპლექსურობა, განვითარების უპრეცედენტოდ მზარდი დინამიკა და ტექნოლოგიური პროგრესი სკოლის მხრიდან უფრო მეტ ძალისხმევას მოითხოვს მოსწავლის სოციალური და ემოციური განვითარებისთვის“,- წერს პედაგოგი. 

იხილეთ სტატია ბმულზე.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203