„ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი“- ჭაბუკიანის საჯარო სკოლაში საინტერესო ღონისძიება გაიმართა
03-05-2023
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაბუკიანის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო აქტივობებითაა დატვირთული.
ამჯერად, ისტორიის მასწავლებლის ხელმძღვანელობით ღონისძიება - „ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი“ ჩატარდა. მოსწავლეებმა დაამუშავეს თემები, აფხაზეთზე პრეზენტაცია მოამზადეს, გამოუშვეს გაზეთი და საკუთარი ნამუშევრებით წიგნი აკინძეს.
მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და ცოდნა გაიღრმავეს. აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებული აქტივობები ხშირად ეწყობა.
„მადლობა თეა მასწავლებელს საინტერესო ღონისძიებისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს