გოდოგანის საჯარო სკოლაში 1921 წლის თებერვალ-აპრილში საქართველოში განვითარებულ მძიმე და მნიშვნელოვან მოვლენებს საინტერესო ღონისძიება მიეძღვნა
03-05-2023
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ გოდოგანის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული, რაც მოსწავლეთა მოტივაციასა და სწავლის სურვილზე დადებითად აისახება. 

ამჯერად, სკოლაში 1921 წლის თებერვალ-აპრილში საქართველოში განვითარებულ მძიმე და მნიშვნელოვან მოვლენებს საინტერესო ღონისძიება მიეძღვნა. მასში როგორც უფროსკლასელები, ასევე ნორჩი აღსაზრდელები მონაწილეობდნენ. 

ღონისძიებას ეროვნულ სამოსში გამოწყობილი მოსწავლეები, მათი წარმოდგენილი პრეზენტაციები, ქართული ცეკვები და ხალხური სიმღერები ამშვენებდა. 

სკოლა მადლობას უხდის თითოეულ მონაწილე მოსწავლეს და საგნის მასწავლებელ რადა სადილოვას.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203