ჯუმის საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებმა, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, შერჩეული ტერიტორია დაასუფთავეს
03-05-2023
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმის საჯარო სკოლის სასკოლო საზოგადოებამ დედამიწის დღე აღნიშნა. 

მათ ამ თარიღთან დაკავშირებით, სკოლის ეზოსა და სოფლის ცენტრში მდებარე წყაროს წყლის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს. მოსწავლეები დასუფთავების აქციაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ.

აღსანიშნავია, რომ ისინი დედამიწის მოფრთხილების მნიშვნელობასა და აუცილებლობას კარგად აცნობიერებენ.

დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი დედამიწის დღის ქსელის მიერ მსოფლიო მასშტაბითაა კორდინირებული და ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203