„XVI საუკუნის ინგლისი“- სამტრედიის N7 საჯარო სკოლაში ორი საგნის ინტეგრირებული ღონისძიება გაიმართა
03-05-2023
სამტრედიის N7 საჯარო სკოლაში საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული ღონისძიება გაიმართა.
ინგლისური ენისა და ისტორიის მასწავლებლემა - ელისო სტურუამ და თეონა კრავეიშვილმა, მოსწავლეების მონაწილეობით, ინტეგრირებული ღონისძიება - „XVI საუკუნის ინგლისი“ მოაწყვეს.
მოსწავლეები დამსწრე საზოგადოებას ელისაბედ პირველის ცხოვრებისა და მოღვაწეობაზე, ასევე, მის ურთიერთობებზე გენიალურ დრამატურგ უილიამ შექსპირთან ესაუბრნენ.
მათ შექსპირის ნაწარმოებები, მინისპექტაკლების საშუალებით, ინგლისურ ენაზე გააცოცხლეს. ღონისძიებამ დიდი წარმატებით ჩაიარა, ის შექსპირის კვირეულს მიეძღვნა.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს