ეწრის საჯარო სკოლის მოსწავლეები დავით და სერგო კლდიაშვილების სახლ-მუზეუმს ეწვივნენ
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწრის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში, მნიშვნელოვან თარიღებს შესაბამისი აქტივობებით აღნიშნავენ. ამჯერად, მოსწავლეები, პროექტით - „რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს“, დედაენის დღის აღსანიშნავად, დავით და სერგო კლდიაშვილების სახლ-მუზეუმს ეწვივნენ.
მოსწავლეებმა, ინფორმაცია მოიძიეს და სლაიდების სახით წარუდგინეს მსმენელს. როგორც სკოლაში ამბობენ, მათ დავით კლდიაშვილი როგორც მწერალი, საზოგადო მოღვაწე, ქართველი ხალხის ინტერესებისა და ქართული ენის დამცველი გაიცნეს. გარდა ამისა, შექმნეს ანბანის გრაფიკული შედევრები და გამოფენა გამართეს.
პროექტის ხელმძღვანელები: მანანა არაბიძე (I, II, III კლასი), თეონა გიორგაძე (V, VI, VII კლასი) და ზაირა გვენეტაძე (მუსიკალური ხელმძღვანელი) იყვნენ.
„მხატვრული კითხვითა და მუსიკალური გაფორმებით გაგვილამაზეს ეს დღე. პირობა დადეს, რომ მოუფრთხილდებიან ქართულ ენას, იზრუნებენ მასზე და დაიცავენ დაბინძურებისაგან. ღონისძიებას ესწრებოდა, გამორჩეული სტუმარი, ქალბატონი, მარინე უკლება, რომელმაც მოსწავლეები, სამკერდე ნიშნებით დააჯილდოვა და ქართული ენის გუშაგთა უდიდესი პასუხისმგებლობა დააკისრა. უღრმესი მადლობა, ეწრის საჯარო სკოლის პედაგოგებსა და მშობლებს, თანადგომისთვის, საუკეთესო თაობის აღზრდისათვის. ასევე, მადლობას ვუხდით, დავით და სერგო კლდიაშვილების სახლ-მუზეუმის თანამშრომლებს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: