ჯუმის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეები კომპიუტერულ ტექნოლოგიებში გამართულ ვიქტორინაში მონაწილეობდნენ
03-05-2023
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო აქტივობაში მონდომებით ერთვებიან. 
 
ამჯერად, ზუგდიდის N6 საჯარო სკოლაში კომპიუტერულ ტექნოლოგიებში ვიქტორინა ჩატარდა, რომელშიც ჯუმის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებიც ჩაერთნენ. აქტივობის ორგანიზატორი კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელი თამარ ჟვანია იყო. 

ღონისძიებას, რომელიც ორიენტირებული იყო სკოლებს შორის თანამშრომლობითი ურთიერთობის გაღრმავებაზე, მოსწავლეებს შორის გუნდური მუშაობის პრინციპების წახალისებაზე, საგნობრივი მიმართულებით თვალსაწიერის გაფართოებასა და საკომუნიკაციო უნარ-ჩვევების განვითარებაზე, სკოლის დირექტორები, მოსწავლეთა თვითმმართველობის წარმომადგენლები და პედაგოგები ესწრებოდნენ.

ღონისძიებამ დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.

„მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა სისწრაფეზე ორიენტირებული აქტივობები, შერჩეული შეკითხვები და კაპიტნების ტური.
შეხვედრის ბოლოს, მასპინძელი სკოლის თვითმმართველობის თავმჯდომარემ სტუმრებს სკოლის შიდა და გარე პერიმეტრი დაათვალიერებინა. სკოლების თვითმმართველობის წევრების ერთობლივად გასატარებელი ღონისძიებებიც დაიგეგმა“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203