სიქთარვის საჯარო სკოლა სააღდგომო მარათონის ერთ-ერთი გამარჯვებულია
03-05-2023
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ სიქთარვის საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები სხვადასხვა პროექტსა და კონკურსში აქტიურად მონაწილეობენ და წარმატებასაც აღწევენ.

ამჯერად, სკოლა English book education-ის სააღდგომო მარათონში 150 სკოლასთან ერთად მონაწილეობდა. გამარჯვებულებს შორის კი სიქთარვის საჯარო სკოლის მე-5 და მე-6 კლასები გამოვლინდა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ამის შედეგად მათ სერტიფიკატები გადაეზგავნათ, ხოლო ორგანიზატორ ინგლისურის მასწავლებელს - სოფიკო ვაშაკიძეს, ინგლისური ენის განმარტებითი ლექსიკონი.

აღსანიშნავია, რომ სკოლა მოსწავლეთა და პეგაგოგთა წარმატებას მუდამ მხარს უჭერს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203