კოტიანეთის საჯარო სკოლაში დედაენის დღეს საინტერესო ღონისძიება მიეძღვნა
03-05-2023
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ კოტიანეთის საჯარო სკოლაში, მოსწავლეთა აქტიური მონაწილეობით სხვადასხვა მნიშვნელოვანი მოვლენა და თარიღი აღინიშნება.
ამჯერად, სკოლაში დედაენის დღეს საინტერესო ღონისძიება მიეძღვნა.
მოსწავლეებმა ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მათ საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს, ერთმანეთს გაუზიარეს და ცოდნა აიმაღლეს.
ღონისძიებაზე ასევე გაჟღერდა ილია ჭავაჭავაძის სიტყვები: „სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავსვემთ შთამომავლობას? …..სხვისა არ ვიცით და ჩვენ კი მშობელ მამასაც არ დავუთმობდით ჩვენ მშობლიურ ენის მიწასთან გასწორებას…. ენა საღმრთო რამ არის, საზოგადო საკუთრებაა, მაგას კაცი ცოდვილის ხელით არ უნდა შეეხოს…“
მოსწავლეებმა დრო საინტერესოდ და ნაყოფიერად გაატარეს.
14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად 1990 წლიდან დაწესდა.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს