ქუთაისის N16 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა „გვირილობა“ საზეიმოდ აღნიშნეს
03-05-2023
ქუთაისის N16 საჯარო სკოლაში ტრადიციული სახალხო დღესასწაული „გვირილობა“ საზეიმოდ აღინიშნა.

ამ დღესთან დაკავშირებით, დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა, მათ მშობლიურ ქალაქს ლექსები და სიმღერები მიუძღვნეს. 

მოსწავლეებმა, გვირილების გვირგვინები მოირგეს და ეს დღე ერთმანეთს დიდი სიყვარულით მიულოცეს, ასევე ამ დღის ისტორიაზე ისაუბრეს და სასკოლო საზოგადოებას საინტერესო ფაქტები გაუზიარეს. 

სკოლაში, მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებასა და მათში სოციალური საკითხებისადმი ინტერესის აღძვრას დიდი ყურადღება ეთმობა. 


იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203