შავღელეს საჯარო სკოლაში „ვეფხისტყაოსნის კვირეული“ მიმდინარეობს
03-05-2023
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შავღელეს საჯარო სკოლაში, ქართული ენის საგანძურს - „ვეფხისტყაოსანს“, კვირეული მიეძღვნა.
სკოლაში კვირეული 1-5 მაისის განმავლობაში გაგრძელდება.
აღსანიშნავია, რომ კვირეულს პედაგოგი ვაჟა ქამაშიძე ხელმძღვანელობს.
საგანმანათლებლო დღეების ფარგლებში, მოსწავლეები ქართველი ერისთვის უმნიშვნელოვანეს ნაწარმოებს ეცნობიან, უდიდესი მწერლის, შოთა რუსთაველის ნამუშევარს აქებენ და ამასთან დაკავშირებით, საინტერესო ვიზუალურ მასალას ქმნიან.
სკოლაში გააზრებული აქვთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეები ამ უძვირფასეს ნაწარმოებს იცნობდნენ და კარგად ჰქონდეთ გათავისებული შოთა რუსთაველის მოძღვრება და მსოფლმხედველობა.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს