უშგულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში, სამხედრო მოსამსახურეებს უმასპინძლეს
03-05-2023

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ უშგულის საჯარო სკოლის მოსწავლეებს სამხედრო მოსამსახურეები შეხვდნენ. 

შეხვედრა საქართველოს თავდაცვისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების ერთობლივი პროექტის -„ჩვენი ჯარი“, ფარგლებში 2 მაისს გაიმართა.

სკოლას ესტუმრნენ თავდაცვის ძალების მე-2 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები - უფროსი სერჟანტი თეიმურაზ ხაბურზანია და სერჟანტი შავლეგ თირქია.

პრეზენტაციას, რომელიც მოიცავდა ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის ძალების ტექნიკურ აღჭურვილობაზე, ნატოსა და ევროკავშირთან ურთიერთობაზე, საქართველოში არსებულ სამხედრო სასწავლებლის, ჩვენი ჯარისკაცების გმირობის შესახებ, სკოლის VIII, IX, X, XI და XII კლასების მოსწავლეები, მასწავლებლები და დირექციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, შეხვედრა საინტერესო და შინაარსიანი იყო.

შეხვედრაში მონაწილე აქტიურ მოსწავლეებს - ნიკა რატიანსა და მარიამ ღვაჩლიანს, სტუმრებმა სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

შეხვედრის ბოლოს კი, სტუმრებმა და მასპინძლებმა სამახსოვრო ფოტო გადაიღეს.


იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203