დედაენის დღისადმი მიძღვნილი შთამბეჭდავი ღონისძიება უბისის საჯარო სკოლაში
03-05-2023
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ უბისის საჯარო სკოლაში, დედაენის დღესთან დაკავშირებით, საინტერესო ღონისძიება მოეწყო.
მოსწავლეებმა, სასკოლო საზოგადოებას მრავალფეროვანი სანახაობა შესთავაზეს და შეახსენეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს დღე ქართველის ერისა და სახელმწიფოს თვითმყოფადობისთვის.
მოსწავლეებმა კიდევ უკეთ გაითავისეს ქართული ენის ღირებულება და ამ დღის დაარსების ისტორიაზე ისაუბრეს.
აღსანიშნავია, რომ პედაგოგის მონაწილეობით შესრულებულმა მუსიკალურმა ნომერმა კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახადა ღონისძიება.
შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს