„მე ვარ მკითხველი და არა გადამკითხველი“ - თხინვალის საჯარო სკოლის ბიბლიოთეკაში, წიგნის საეთაშორისო დღე ლიტერატურული ღონისძიებით აღინიშნა
03-05-2023
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თხინვალის საჯარო სკოლის ბიბლიოთეკაში, წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საინტერესო შეხვედრა მოეწყო.
შეხვედრა, მე-6 კლასის მოსწავლეებმა, კლასის ხელმძღვანელმა, სკოლის დირექტორმა და ბიბლიოთეკარმა ირინა გუჯაბიძემ, მოაწყვეს.
„მე ვარ მკითხველი და არა გადამკითხველი“, - ასეთი იყო მოსწავლეთა დევიზი.
ბავშვებმა მათი საყვარელი წიგნების შესახებ ისაუბრეს, ლიტერატურული პერსონაჟების უარყოფითი და დადებითი თვისებები განიხილეს და ერთმანეთს თავიანთი შთაბეჭდილებები გაუზიარეს.
„მე გირჩევ წაიკითხო ეს წიგნი“, - ასე დაასრულეს მოსწავლეებმა, თითქმის ყველა წიგნის განხილვა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა სკოლის ბიბლიოთეკას სიმბოლურად, რამდენიმე წიგნი საჩუქრად გადასცეს, მათ აღნიშნეს, რომ წიგნი ცხოვრებაში ყველაზე დიდი ლამპარია.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს