რაჭისუბნის საჯარო სკოლაში, „აფხაზეთის კვირეულის“ ფარგლებში ვიქტორინა ჩატარდა
03-05-2023
ემზარ რეხვიაშვილის სახელობის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ რაჭისუბნის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებაზე, მოტივირებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ორიენტირებული გარემოა შექმნილი. 

ამჯერად, სკოლაში აფხაზეთთან დაკავშირებული კვირეული ჩატარდა. ღონისძიების ფარგლებში, სხვადასხვა აქტივობა  განხორციელდა. მოსწავლეებმა თემატური კედლის გაზეთი გამოუშვეს. გარდა ამისა, ისინი აფხაზეთის ისტორიასა და კულტურას გაეცნენ.

აღსანიშნავია, რომ ვიქტორინაც ჩატარდა. მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203