სენაკის N3 სკოლის IX კლასში, ქართული ენის კვირეულის ფარგლებში, საინტერესო ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა
03-05-2023
სენაკის N3 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული. 

ამჯერად, IX კლასში ქართული ენის კვირეულის ფარგლებში, ქართულ ენისა და ლიტარატურის და ინგლისური ენის ინტეგრირებული გაკვეთილი  ჩატარდა.

მოსწავლეებმა მასწავლებლების - თეა კანკავასა და სოფიო არუთინოვას ხელმძღვანელობით, პრეზენტაციები მოამზადეს, ვიდეორგოლით შექსპირის ბიოგრაფიას გაეცნენ და წაიკითხეს სონეტები. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და დედაენის დღის ისტორიაზე ისაუბრეს. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობები ხშირად ეწყობა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203