უჩმანის საჯარო სკოლაში ინგლისური ენის დღეს საინტერესო ღონისძიება მიეძღვნა 
03-05-2023
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ უჩმანის საჯარო სკოლაში, ინგლისური ენის დღესთან დაკავშირებით, მრავალფეროვანი ღონისძიება მოეწყო.

მოსწავლეებმა ინგლისური ენის მასწავლებლებთან - რიპსიმე ტონოიანთან და კარინე თამასიანთან ერთად ეს დღე საზეიმოდ აღნიშნეს.

მოსწავლეებმა ამ დღის ისტორიაზე ისაუბრეს, მოიძიეს საინტერესო ცნობები და სასკოლო საზოგადოების წინაშე წარადგინეს. 

აღსანიშნავია, რომ ინგლისური ენის დღე 23 აპრილს აღინიშნება. 

სკოლაში, მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებასა და მათში შემოქმედებითი უნარების წარმოჩენას დიდი ყურადღება ეთმობა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203