ქობულეთის N6 საჯარო სკოლის ტერიტორიაზე ეკოკლუბის წევრებმა რამდენიმე ათეული ნერგი დარგეს
03-05-2023
ბადრი ბერანძის სახელობის ქობულეთის N6 საჯარო სკოლაში ეკოკლუბი აქტიურად მუშაობს. 

ეკოკლუბის წევრები ცდილობენ, სკოლის ტერიტორია ხეებით გაანაშენიანონ და გაამწვანონ.

ამჯერად, სკოლაში სხვადასხვა ხილის, რამდენიმე ათეული ნერგი დაირგო, მოსწავლეები ამ გარემოსდაცვით საქმიანობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ, მათ გააზრებული აქვთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გარემოს დაცვა და მასზე ზრუნვა. 

სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას და მათში გარემოსადმი სიყვარულის დანერგვას დიდი ყურადღება ეთმობა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203