„ჯანსაღი წესი, ჩვენი წესია“ - ძევრის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო შეხვედრა მოაწყვეს
უშანგი სოფრომაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, საინტერესო შეხვედრა მოაწყვეს.პატარა სპორტსმენებმა - ანდრია
ჯიხვაშვილმა და სანდრო ბრეგაძემ სასკოლო საზოგადოებას, ჯანსაღად ცხოვრებისკენ მოუწოდეს და რამდენიმე სავარჯიშო მოძრაობაც ასწავლეს.
„ჯანსაღი წესი, ჩვენი წესია“ - აღნიშნეს მოსწავლეებმა და თანატოლებს სპორტულად ცხოვრება ურჩიეს.
მოსწავლეებმა განსაზღვრეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, ფიზიკური აქტივობები და სწორი კვება ჩვენი ჯანმრთელობისთვის.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა გააქტიურებასა და სპორტულ ცხოვრებაში მათ აქტიურ მონაწილეობას დიდი ყურადღება ეთმობა.
იხილეთ ფოტოები: