გორგაძეების საჯარო სკოლის მესამეკლასელები მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილობდნენ
03-05-2023
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გორგაძეების საჯარო სკოლის მესამეკლასელებისთვის სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია მოეწყო. 

მოსწავლეები ხარიტონ ახვლედიანის მუზეუმს ეწვივნენ, სადაც საგანმანათლებლო პროგრამაში - „შავი ზღვის მრავალფეროვნება“, ჩაერთნენ.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებს წარმატებული მონაწილეობისთვის და საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენისთვის სამახსოვრო სიგელები გადაეცათ. 

სკოლაში, მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებას, კულტურულ-მემკვიდრეობითი ძეგლების გაცნობასა და მათში სხვადსხვა საკითხისადმი ინტერესის აღძვრას დიდი ყურადღება ეთმობა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203