„ენა ბურჯია ერისა“- ქვილიშორის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა ღონისძიება გამართეს
03-05-2023

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვილიშორის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან.

ამჯერად, დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა და პედაგოგმა - შორენა ლომაძემ და ნანა ყურაშვილმა, სახელმწიფო ენის დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება - „ენა ბურჯია ერისა“ ჩაატარეს. მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს, საინტერესო ნომრები წარადგინეს და ამ დღის ისტორიაზე ისაუბრეს. 

ლიტერატურული-მუსიკალურ კომპოზიციას სკოლის დირექტორი, პედაგოგები და მოსწავლეთა მშობლები ესწრებოდნენ.

14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად 1990 წლიდან დაწესდა. 1978 წლის 14 აპრილს, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის  ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსის შეცვლის მცდელობას საპროტესო აქცია მოჰყვა. რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა რამდენიმე ათასმა ადამიანმა სიცოცხლის რისკის ფასად დაიცვა ქართული ენა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203