„მუსიკა და კინო“- ეშტიის N2 საჯარო სკოლის მე-5 კლასში საინტერესო გაკვეთილი-ღონისძიება ჩატარდა
03-05-2023
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N2 საჯარო სკოლაში საგაკვეთილო პროცესი მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული. 

ამჯერად, მე-5 კლასში გაკვეთილი-ღონისძიება - „მუსიკა და კინო“ გაიმართა. მოსწავლეებმა ჩარლი ჩაპლინის ფილმები ნახეს, ისაუბრეს კინოს სახეობების შესახებ - დაწყებული მუნჯი ფილმიდან დღემდე. 

როგორც სკოლაში ამბობენ, გაკვეთილს ჰქონდა ორი ნაწილი: წინა გაკვეთილზე, მოსწავლეები 3 ჯგუფად დაიყვნენ და შეჯიბრი
მიმიკებისა და ჟესტების ენების გამოყენებით ჩაატარეს. ჯგუფები იყვნენ: „მუსიკის მეცნიერებები", „მუსიკის მეგობრები" და „ნოტები".

აქტივობა მასწავლებელ ვარდითერ გრაბსკაიას ხელმძღვანელობით გაიმართა. 

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203