„შევისწავლეთ ყველა ასო“- წნორის N1 საჯარო სკოლის I კლასში საინტერესო ღია გაკვეთილი ჩატარდა
03-05-2023

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხირვ განვითარებაზე პირველივე კლასიდან აქტიურად ზრუნავენ. 

ამჯერად, I კლასში, პედაგოგ მარინა გოგაშვილის ხელმძღვანელობით, ღია გაკვეთილი - „შევისწავლეთ ყველა ასო“ ჩატარდა. მოსწავლეებმა დამსწრე მასწავლებლებს ფერადი ფურცლებისგან აწყობილი და საკუთარი ხელით შექმნილი ანბანი წარუდგინეს.

გაკვეთილი დატვირთული იყო სხვადასხვა აქტივობით. მოსწავლეებმა წაიკითხეს და დამარცვლეს სიტყვები, ერთმანეთისგან -  ვინ და რა ჯგუფის არსებითი სახელები გამოყვეს, გამოიცნეს ანდაზა-რებუსები, დაასახელეს საპირისპირო შინაარსის სიტყვები.

როგორც სკოლაში ამბობენ, გაკვეთილი იყო ძალიან სახალისო და საინტერესო. მას სიღნაღის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის ხელმძღვანელი ლია ბეჟაშვილი, დირექცია და კათედრის ხელმძღვანელი ესწრებოდნენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203