„აჩუქე მეორე სიცოცხლე“ - ხონის N2 საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი ხორციელდება 
03-05-2023

აკაკი ჩხენკელის სახელობის ხონის N2 საჯარო სკოლაში სხვადასხვა საინტერესო პროექტი ტარდება.

ამჯერად, სკოლაში გარემოსდაცვითი განათლების ფონდის (FEE) საგანმანათლებლო გრანტების კონკურსში გამარჯვებული პროექტის - „აჩუქე მეორე სიცოცხლე“ განხორციელება დაიწყო.

სკოლაში, პირველ ეტაპზე საბაზო და საშუალო საფეხურებზე არჩევნები ჩატარდა, რომლის მიზანიც იყო ფოკუსჯგუფის ფორმირება.

შემდგომ შეიქმნა ჯგუფი - „ნორჩი ეკოლოგები“, მოსწავლეების: დაჩი მაღლაკელიძის, კახაბერ ოდიშარიას, ლიკა მანჯგალაძის, მარიამ გიორხელიძისა და ლიზა ჭოლოკავას შემადგენლობით.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები, სწორედ მათი ხელმძღვანელობით განხორციელდება.

„არჩევნების შედეგები კი ასეთია: არჩევნებში აქტივობა - 74%, ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: დაჩი მაღლაკელიძე (მე-8 კლასი) - 9 ხმა, კახაბერ ოდიშარია (მე- 9 კლასი) - 8 ხმა, ლიკა მანჯგალაძე (მე-9 კლასი) - 11 ხმა, მარიამ გიორხელიძე (მე-10 კლასი) - 6 ხმა, ლიზა ჭოლოკავა (მე-10 კლასი) - 9 ხმა. წარმატებებს გისურვებთ „ნორჩო ეკოლოგებო“, - აღნიშნავენ სკოლაში.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა აქტიურობასა და სასწავლო პროცესში ჩართულობას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203