ახმეტის N1 საჯარო სკოლის მე-4 კლასში საინტერესო ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა
04-05-2023
ახმეტის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო აქტივობებითაა დატვირთული.
ამჯერად, მე-4ბ კლასში ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა, რომელიც საგნებს - მე და საზოგადოებასა და ბუნებისმეტყველებას მოიცავდა.
გაკვეთილის თემა სხვადასხვა ქვეყნის განსხვავებული კლიმატი, ასევე ამ ქვეყნებში მცხოვრებთა მრავალფეროვნება და განსხვავებულობა კანის ფერის, რელიგიის, ადათ-წესების და მათი ცხოვრების შესახებ იყო.
საგნის პედაგოგებმა, ლალი ქისიშვილმა და ნათელა თაღიაშვილმა, კითხვებით მოსწავლეები გაააქტიურეს და კითხვა-პასუხის რეჟიმში თემა განავრცეს.
როგორც სკოლაში ამბობენ, მოსწავლეებმა ნასწავლი მასალა გაამრავალფეროვნეს ინტერნეტიდან მოძიებული მასალით და აფრიკის მოსახლეობისა და კლიმატის მაგალითზე დისკუსია - „ჩვენ განსხვავებულები ვართ...“ გამართეს.
„ბავშვებმა დააფიქსირეს თავიანთი აზრი, რომ ადამიანები უნდა იყვნენ ტოლერანტები მიუხედავად მათი განსხვავებულობისა. გაკვეთილი იყო ნაყოფიერი, რადგან ემსახურებოდა ადამიანის გლობალურ მოქალაქედ ჩამოყალიბების მიზანს, რაც თავის მხრივ მოიცავს მსოფლიოს ეკოსისტემაზე ზრუნვას“,- აღნიშნავენ სკოლაში.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს