ხონის N2 სკოლის მოსწავლეთა ექსკურსია-პროექტი დადიანების სასახლეში
03-05-2023

აკაკი ჩხენკელის სახელობის ხონის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებასა და მრავალმხრივ განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. პედაგოგები მათ საინტერესო აქტივობებით გაჯერებულ გასვლით გაკვეთილებსა და ექსკურსიებს სთავაზობენ.

ამჯერად, მე-3 კლასის მოსწავლეები დამრიგებელ ფ. სულაბერიძის ხელმძღვანელობით, საგანმანათლებლო პროგრამის - „ზღაპრები, მითები, იგავ-არაკები“, ფარგლებში, ექსკურსიაზე ზუგდიდში, დადიანების სასახლეში იმყოფებოდნენ.

ექსკურსია-პროექტის მიზანი, ბავშვის მორალური განვითარებისთვის, ზღაპრების, იგავ-არაკების, მითების როლის მნიშვნელობა  იყო. აღნიშნულ ადგილზე ასევე მოეწყო საინტერესო პრეზენტაცია, რომელშიც ბავშვები აქტიურად ჩაერთნენ.

ამის შემდგომ კი მათ სახალისო, ჯგუფური აქტივობები ჩაუტარდათ, სადაც როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მოსწავლეებმა დარიგებულ კონვერტებში აღმოჩენილ ნახატების მიხედვით დაწერეს თავიანთი პირველი ზღაპარი.

„მათ დაიმსახურეს ბევრი საქები, თბილი სიტყვა მასპინძელი მუზეუმის თანამშრომლებისგან“, - გვეუბნებიან სკოლაში.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ექსკურსიები, ქტივობები მოსწავლეებს ცოდნას სძენს და მათ ერთმანეთთან აახლოებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203