ხონის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები გლობალურ გარემოსდაცვით კამპანიას შეუერთდნენ
03-05-2023

აკაკი ჩხენკელის სახელობის ხონის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებასა და მრავალმხრივ განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, ბავშვები პედაგოგთა ხელმძღვანელობით, სხვადასხვა პროექტსა და აქტივობაში მონდომებით ერთვებიან.

ამჯერად, ისინი 2023 წლის გლობალური სამოქმედო დღეების Global Action Days-ის აქტიური მონაწილეები გახდნენ და „აქცია 5-ს!“ შეუერთდნენ.

მათ შერჩეულ ადგილზე პიკნიკი მოაწყვეს და დრო, როგორც სკოლაში გვიყვებიან, სასიამოვნოდ გაატარეს.

მათ პიკნიკის დასასრულს გარემო დაასუფთავეს და ნარჩენები დაახარისხეს.

„არ დაივიწყოთ, პიკნიკის დასრულების შემდეგ გარემოს დასუფთავება! ნარჩენები დაახარისხეთ (პლასტმასი, ქაღალდი, მინა, საკვები ... ), რათა შეგროვებისა და დამუშავების პროცესების საშუალებით მოხდეს მათი აღდგენა სასიცოცხლო ციკლში“, - მოსწავლეები სხვებსაც გარემოს დაცვისკენ მოუწოდებენ. 

აღსანიშნავია, რომ მსგავსი პიკნიკები და აქტივობები მოსწავლეებს ერთმანეთთან აახლოებს. ეს ასევე მათი განვითარებისთვისაც მნიშვნელოვანია.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203