ახმეტის N2 საჯარო სკოლის მოსწავლის - გიგი მებაღიშვილის სპორტული წარმატება
03-05-2023

ახმეტის N2 საჯარო სკოლაში არაერთი წარმატებული მოსწავლე სწავლობს, რომელთა წინსვლას დირექცია საზოგადოებას დიდი სიხარულით უზიარებს. 

ამჯამად, სკოლაში გიგი მებაღიშვილის სპორტულ წარმატებას აღნიშნავენ. 

გიგი მებაღიშვილმა ქალაქ გორში ჭაბუკთა შორის, კრივში გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 

საქართველოს ჩემპიონატის შედეგების მიხედვით დაკომპლექტდა საქართველოს ჭაბუკთა ნაკრები, რომელშიც მოკრივე - გიგი მებაღიშვილი აიყვანეს.

სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ. 

„ვულოცავთ ამ წარმატებას და ვუსურვებთ წინსვლას“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203