გურძემის საჯარო სკოლაში, გოგონების, ვაჟებისა და მასწავლებლების გუნდებს შორის, ფუტსალში შეჯიბრი ჩატარდა
03-05-2023
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ გურძემის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტითა და ჯანსაღი ცხოვრების წესით დაინტერესებაზე აქტიურად ზრუნავენ.
ამჯერად, სპორტის მასწავლებლის კახა ჯგერენაიას ხელმძღვანელობით, სპორტული ღონისძიება - ფუტსალი ჩატარდა. მოსწავლეები მის მიმდინარეობაში აქტიურად ჩაერთნენ, შესაძლებლობები გამოავლინეს და ღირსეულად იასპარეზეს.
ღონისძიების მიზანი მოსწავლე-ახალგაზრდობის ფიზიკურ აქტივობასა და სპორტში მასობრივი ჩართულობის სტიმულირება, სასკოლო სპორტის განვითარება და მოზარდ თაობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება იყო.
სპორტულ-შემეცნებით შეჯიბრი გოგონების, ბიჭებისა და მასწავლებლების გუნდებს შორის გაიმართა. აღნიშნულმა სპორტულმა ღონისძიებამ დიდი ინტერესი გამოიწვია. მონაწილეებს თამაშებში ჩართულობისთვის დიპლომები, ხოლო გამარჯვებულ სასკოლო გუნდს თასი გადაეცა.
ბოლოს, გაიმართა ფოტოსესია და თასის გადაცემის ცერემონია.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს