ტყიბულის N6 სკოლის მეორეკლასელი ვატო დევდარიანი izrune.ge-ს ქართული ენისა ლიტერატურის ოლიმპიადის I ხარისხის სერტიფიკატისა და ოქროს დიპლომის მფლობელია
03-05-2023

ტყიბულის N6 საჯარო სკოლის II კლასის მოსწავლე ვატო დევდარიანი izrune.ge-ს დიდი ოჯახის ბეჯითი და წარმატებული წევრია. 

მოსწავლე ტესტირების ინოვაციურ პორტალში აქტიურად არის ჩართული, საგანმანათლებლო, მამოტივირებელ ტესტებს დიდი ინტერესით ასრულებს და ბრწყინვანე შედეგებიც აქვს. 

ამჯერად, მეორეკლასელმა მონაწილეობა მიიღო izrune.ge-ს აპრილის შემაჯამებელ ტესტირებაში და ტესტის წარმატებით გავლისთვის ოქროს დიპლომი მიენიჭა.

მას ასევე სიამაყით გადაეცა ქართული ენისა ლიტერატურის ოლიმპადის I ხარისხის სერტიფიკატი. საამაყო მოსწავლემ, პედაგოგმა და მშობლებმა ეს წარმატება დაუღალავი შრომით მოიპოვეს.

ვატო დევდარიანის განსაკუთრებულად მზრუნველი დამრიგებელი მარინა ტურაბელიძე-ჭანტურიძე გახლავთ. 

შეგახსენებთ, რომ izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203