„დარგე ერთი ნერგი!“ - ცხენთაროს საჯარო სკოლის აჯამეთის კორპუსის მოსწავლეებმა გარემოსდაცვითი აქცია გამართეს
03-05-2023
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხენთაროს საჯარო სკოლის აჯამეთის კორპუსის მოსწავლეებმა დედამიწის დღე აღნიშნეს.

მათ სკოლისა და მდინარის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს, ბანერები გააკრეს, კომპანია - „დარგე ერთი ნერგი“, გამართეს.

მოსწავლეები აქტივობების მიმდინარეობაში განსაკუთრებული მონდომებით ჩაერთნენ, ცოდნა გაიღრმავეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და შესაძლებლობები გამოავლინეს. აღსანიშნავია, რომ ისინი დედამიწის მოფრთხილების მნიშვნელობასა და აუცილებლობას კარგად აცნობიერებენ.

„პატარებმა დიდი მონდომებით იაქტიურეს, მადლობა მათ ამისთვის, ვუსურვებთ, მშვიდობიან დედამიწაზე ეცხოვროთ“,- აღნიშნავენ სკოლაში.

დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი დედამიწის დღის ქსელის მიერ მსოფლიო მასშტაბითაა კორდინირებული და ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203