ქობულეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის ლეპტოპებით დაჯილდოვდნენ
03-05-2023
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქობულეთის საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები - გვანცა კაკალაძე, თემურ ნოღაიდელი და ანა ბასილიძე პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ.

მათ ლეპტოპები საბაზო საფეხურის წარჩინებით დამთავრებისთვის მიენიჭათ. ისინი ნიჭიერი, შედეგზე ორიენტირებული, ბეჯითი მოსწავლეები არიან.

სკოლაში მათი წარმატებით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ.

„გილოცავთ, კიდევ მრავალი წარმატება თქვენ. უმრავლოს სკოლას წარმატებული მოსწავლეები და სასიხარულო დღეეები“,- ამბობენ სკოლაში.

აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203