
ბათუმის N8 საჯარო სკოლაში კლუბი „მომავლის სუპერგმირები“ წარმატებით ფუნქციონირებს.
კლუბის წევრთა სლოგანია - „შენ შეგიძლია გახდე სუპერგმირი მათთვის და იყო მაგალითი იმისა, რომ მათ შეუძლიათ გახდნენ ორიენტირებულნი მომავლისათვის“.
საკლუბო მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს, მათ თემატური გაზეთიც დაამზადეს, სადაც ინფორმაცია სასკოლო ცხოვრების შესახებ განათავსეს.
კლუბის მიზანია ახალგაზრდების განვითარება. როგორც სკოლაში ამბობენ, კლუბი მოსწავლეებს სწავლასთან ასოცირებულ საკითხებში დაეხმარება და ხელს შეუწყობს, რომ მათი განათლება თუ მომავალი მეტად საინტერესოდ აქციოს. კლუბი N8 საჯარო სკოლის მოსწავლეებს ამა თუ იმ პროექტში ჩართავს. დაგეგმილია არაერთი ღონისძიება და აქტივობა.
„კლუბის სტრატეგიული გეგმა შედგება იმ მნიშვნელოვანი ფაქტორებისგან, როგორიცაა ახალგაზრდული გუნდის შექმნა ანუ კლუბის წევრების მიზნობრივი შერჩევა, რომელიც იქნება შემდგარი 20 წევრისგან. შემდგომ გუნდი წარადგენს შექმნილ პროექტებს ისეთ დაწესებულებებთან ერთად, როგორიცაა არასამთავრობო ორგანიზაციები. აქედან გამომდინარე, ისინი მოიზიდავენ სპონსორებს და ერთობლივად განახორციელებენ მოცემულ პროექტებს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: