დაბა ქედის საჯარო სკოლაში, წყლის რესურსების დაცვის მნიშვნელობაზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, აქტივობები გაიმართა
03-05-2023
ვახტანგ პაპუნიძის სახელობის დაბა ქედის საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, მნიშვნელოვან თარიღებს შესაბამისი აქტივობებით აღნიშნავან. 

გამონაკლისი, რასაკვირველია, არც წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე ყოფილა. ამასთან დაკავშირებით, ეკოკლუბის წევრებმა სხვადასხვა აქტივობა ჩაატარეს. 

გაიმართა სემინარები შემდეგ საკითხებზე - წყალი და ჯანმრთელობა, წყლის დამაბინძურებელი ფაქტები და სუფთა წყალი მსოფლიო მასშტაბით. მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და ამ დღის ისტორიაზე ისაუბრეს. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებული აქტივობები ხშირად ეწყობა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203