ონის საჯარო სკოლა საგანმანათლებლო პლატფორმაზე კარგი პრაქტიკის მქონე ხუთ სკოლას შორის დასახელდა
03-05-2023
სიმონ სხირტლაძის სახელობის ქალაქ ონის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებაზე, მოტივირებასა და წარმატებულ მომავალზე ორიენტირებული გარემოა შექმნილი. 

ის საგანმანათლებლო პლატფორმა CK12-ის სკოლების ქსელშია ჩართული და კარგი პრაქტიკის მქონე ხუთ სკოლას შორისაა. ეს ფაქტი კი კიდეც ერთი დასტურია იმისა, რომ პროფესიონალი დირექტორი და პედაგოგები აქტიურად მუშაობენ. 

შეგახსენებთ, რომ განათლების კოალიცია, გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით, აქტიურად ეწევა CK-12-ის ქართული რესურსების პოპულარიზაციას და ეხმარება არაერთ სკოლას საქართველოს მასშტაბით, რომ მათ უკეთ გაეცნონ და გამოიყენონ პლატფორმაზე არსებული რესურსები სწავლა-სწავლების პროცესში.

 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203