დაბა ქედის საჯარო სკოლაში, გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე ცნობიერების ამაღლების მიზნით, არაერთი აქტივობა ჩატარდა
03-05-2023
ვახტანგ პაპუნიძის სახელობის დაბა ქედის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერებისა და სამოქალქო პასუხიმგებლობის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. შესაბამისად, სკოლაში არაერთი გარემოსდაცვითი ღონისძიება იმართება.
რა თქმა უნდა, სკოლაში აღინიშნა დედამიწის დღე. მოსწავლეებმა ამ გარემოსდაცვითი დღისადმი მიძღვნილ სხვადასხვა ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა.
ახლგაზრდებში გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე ცნობიერების ამაღლების მიზნით, სკოლაში ჩატარდა სხვადასხვა აქტივობები: ეკოკლუბის და თვითმართველობის წევრმა მოსწავლეებმა დაასუფთავეს სკოლის მიმდებარე ტერიტორია. დაბის ტერიტორიაზე, ქედის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან, სკოლის დირექტორ თამარ აბულაძესთან, სპეციალური განათლების მასწავლებლებთან, მუნიციპალიტეტის მერ როლანდ ბერიძესთან და მერის პირველ მოადგილესთან - იმედა ვასაძესთან ერთად ხე-მცენარეები დარგეს.
ასევე, კლასებში ჩატარდა მინი ლექცია თემასთან დაკავშირებით. მოსწავლეებმა ცნობიერების ამაღლებისათვის მოაწყვეს ნახატების გამოფენა.
დედამიწის დღე ყოველწლიურად 22 აპრილს აღინიშნება.
გაეროს გენერალური ანსამბლეის დადგენილებით დედამიწის საერთაშორისო დღე 1972 წლიდან აღინიშნება და ეკოლოგიურ ხასიათს ატარებს, ღონისძიებები მიზნად ისახავს ბუნებრივი კატასტროფების აცილებას და ეკოსისტემის მოფრთხილებას.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს