ვერნების საჯარო სკოლის გუნდმა - „ტბელი“ მინი ფეხბურთის ტურნირში წარმატებით იასპარეზა
02-05-2023

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვერნების საჯარო სკოლის მოსწავლეები და სპორტის პედაგოგი ზურაბ აბაშიძე აქტიურად არიან ჩართული სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებაში.

შედეგად კი, სკოლის სახელზე არაერთი გამარჯვებაა. ამჯერად, 9 აპრილისადმი მიძღვნილი მუნიციპალიტეტის პირველობა 2005-2006-2007 წლებში დაბადებულ მოსწავლეთა შორის, მინი ფეხბურთში გაიმართა. მასში მოსწავლეთა გუნდი „ტბელი“ მონდომებით ჩაერთო. მონაწილეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს და ღირსეულად იასპარეზეს. 

მოსწავლეებმა სპორტულ ღონისძიებაში საპრიზო ადგილი დაიკავეს და თასითა და სიგელებით დასაჩუქრდნენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203