„პროექტში ჩაშენებული კომპლექსური დავალებები „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებიდან“- ჩაისუბნის N2 სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს
03-05-2023

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგები მოსწავლეებს არაერთ საინტერესო აქტივობას სთავაზობენ. 

ამჯერად, X კლასმა, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ ნატალია შოთაძესთან ერთად, გაკვეთილი - „პროექტში ჩაშენებული კომპლექსური დავალებები გიორგი მერჩულეს „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებიდან“, განახორციელა. 

პროექტის ფარგლებში, ჯგუფებმა პრეზენტაცია საპრეზენტაციო პროგრამა PowerPoint-ში შემდეგ თემებზე მოამზადეს:
ა) VIII საუკუნის ქართლი;
ბ) გრიგოლი - ზეცისა კაცი;
გ) „სასულიერო და საერო პირთა ურთიერთობა“.

გარდა ამისა, მოსწავლეებმა ტექსტიდან ადგილები გაიხსენეს და კომპლექსური დავალების საბოლოო პროდუქტის - ბროშურის პრეზენტაცია მოაწყვეს. მასში ინფორმაცია ტაო-კლარჯეთში არსებულ ეკლესია-მონასტრებსა და გრიგოლ ხანძთელის ღვაწლზე იყო დატანილი.

ასევე, მნიშვნელოვანია, რომ შექმნეს ქვიზები, რომლებსაც გაკვეთილზე მოწვეულ lX კლასთან ერთად ასრულებდნენ. გამოიცა საკლასო გაზეთი გრიგოლი ხაძთელის ღვაწლის შესახებ, ისაუბრეს, თუ როგორი დამოკიდებულებაა სახელმწიფოთა შორის არსებულ ძეგლთა გადასარჩენად და გამოთქვეს მოსაზრებები.

პროექტი შეჯამდა, მოსწავლეებმა საკუთარი და ჯგუფის წევრების აქტივობები შეაფასეს. საბოლოოდ, დაიგეგმა ექსკურსია ტაო-კლარჯეთში, რათა საკუთარი თვალით მოილოცონ და მოინახულონ წინაპრის ნაკვალევი. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203