„მშვენიერებას უნდა დარჩეს მემკვიდრეობა“- ნაესაკოვოს საჯარო სკოლის მოსწავლეთა შთამბეჭდავი ღონისძიება 
02-05-2023
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაესაკოვოს საჯარო სკოლის X, XI, XII კლასის მოსწავლეებმა ღონისძიება გამართეს.

ღონისძიებაში „მშვენიერებას უნდა დარჩეს მემკვიდრეობა...From fairest creatures we desire increase...“, მოსწავლეები მონდომებით, ინტერესითა და პასუხისმგებლობით ჩაერთნენ. მათ როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზე შექსპირის სონეტები წაიკითხეს. 

გარდა ამისა, მაყურებელს უილიამ შექსპირის შესახებ ბიოგრაფიული ცნობები გააცნეს, შეასრულეს ვალსი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტრაგედიიდან „რომეო და ჯულიეტა“, წარმოადგინეს მოკლემეტრაჟიანი სპექტაკლი - ტრაგედიის დასასრულის ეპიზოდი.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობები ხშირად იმართება. 

იხილეთ ვიდეოები და ფოტოები:




 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203