თბილისის N24 საჯარო სკოლაში სასკოლო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა
02-05-2023
თბილისის N24 საჯარო სკოლაში დედამიწის დღე საინტერესოდ აღინიშნა. 

გაიმართა ამ დღისადმი მიძღვნილი პირველი სასკოლო სამეცნიერო კონფერენცია. კონფერენციის თემა მდგრადი განვითარების მიზნები იყო.

მოსწავლეებმა, სხვადასხვა საგნისა და თემის ფარგლებში, ნამუშევრები მოამზადეს. აღსანიშნავია, რომ კონფერენციაში სამივე საფეხურის 42 მოსწავლე მონაწილეობდა, რომელთა ნამუშევარი თეზისები აიკინძება, გამოიცემა და სკოლის ბიბლიოთეკაში დაიდებს ბინას.

ყველა მონაწილეს შესაბამისი სერტიფიკატი და სამახსოვრო სიგელი გადაეცა. 

სკოლის დირექცია მადლობას უხდის მონაწილეებს, ასეთ გლობალურ პრობლემებზე დაფიქრების, მსჯელობისა და გაზიარებისათვის.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203