საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლის - თეკლა კვანჭიანის წარმატება მათემატიკის კონკურსში
02-05-2023
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლას მრავალი ნიჭიერი და გამორჩეული მოსწავლე ჰყავს. ისინი ხშირად მონაწილეობენ საქალაქო კონკურსებში და არაერთხელ მოუპოვებიათ გამარჯვება.

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ მათ განვითარებაზე, მოტივირებასა და ცოდნის გაღრმავებაზე პროფესიონალი პედაგოგები ყოველდღიურად ზრუნავენ. ისინი ამ მიზნით, სწავლებისას თანამედროვე მეთოდებსა და აქტივობებს იყენებენ. 

ერთ-ერთი ნიჭიერი მოსწავლე თეკლა კვანჭიანია. როგორც სკოლაში ამბობენ, გოგონაში ჰარმონიულადაა შერწყმული მთიელის მტკიცე ბუნება და საოცარი სინატიფე. ის დიდი მონდომებით და სერიოზულობით ეკიდება სასწავლო პროცესს. ამჯერად, თეკლა კვანჭიანი მათემატიკის კონკურსზე, ღირსეულ და უნიჭიერეს პრეტენდენტებთან ერთად, ნახევარფინალში გადავიდა და 100 მოსწავლიდან რჩეულ ოცეულში მოხვდა. 

თეკლას პედაგოგები - ლალი მელივა, ირმა წითაძე და ეკა ლომინაძე დიდი სიამაყით აღნიშნავენ გოგონას წარმატებას და უსურვებენ მრავალი მწვერვალის დაპყრობას.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203