თბილისის N166 საჯარო სკოლის მე-6 კლასში შთამბეჭდავი გაკვეთილი ჩატარდა
02-05-2023
თბილისის N166 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებასა და მოტივირებაზე ორიენტირებული გარემოა შექმნილი. 

ამჯერად, საინტერესო გაკვეთილი მე-61 კლასში ამერიკის თემაზე ჩატარდა. მოსწავლეები მის მიმდინარეობაში, პედაგოგ ნანა რუხაიას ხელმძღვანელობით, დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ. მათ განსაკუთრებული ინტერესი დასავლური ხალხური ბალადის მიმართ - CLEMENTINE გამოხატეს. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებული აქტივობები ხშირად ეწყობა. 

„კიდევ ერთი პატარა ნაბიჯი გადავდგით არაფორმალური განათლებისკენ. ვისაუბრეთ „ორმოცდაცხრიანელებზე“, „ოქროს ციებ-ცხელებაზე’’. ამ თემატიკასთან დაკავშირებული სიმღერაც ზეპირად შევისწავლეთ, რომელიც დღეს ხალისით შევასრულეთ საკლასო ოთახში“,- წერს მასწავლებელი ნანა რუხაია. 

იხილეთ ვიდეო: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203