თბილისის N31 საჯარო სკოლაში მინი-ფეხბურთის ტურნირი ჩატარდა
02-05-2023
თბილისის N31 საჯარო სკოლაში მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გემის დანერგვის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.

ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში, სასკოლო პროექტი - „ჯანსაღი ცხოვრების წესი“ ხორციელდება, რომლის მიზანიც მოზარდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვა და ჯანმრთელი თაობის აღზრდაა.

ამჯერად, სკოლაში მინი-ფეხბურთში ტურნირი ჩატარდა. მასში VI, VII, VIII, IX, X კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

შეჯიბრება შემდეგ სამ ასაკობრივ კატეგორიაში ჩატარდა:

VI-VII კლასებში, სადაც გამარჯვებული მე-6 კლასი გახდა (დამრიგებელი მ.კაიშაური);
VII-VIII კლასებში გამარჯვებული გახდა მე-8 კლასი (დამრიგებელი მ.ჭავჭავაძე);
IX-X კლასებში გამარჯვებული გახდა მე-10 კლასი (დამრიგებელი ვ.ქებაძე).

შეჯიბრებას ორგანიზება სპორტის პედაგოგებმა: ს.ნადირაშვილმა და გ.ჭიტაძემ გაუწიეს.

„ტურნირი დავყავით წრიული სისტემით, მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდენობის ჩართულობით, სადაც მონაწილეობას იღებდნენ“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203