ავლიპე ზურაბიშვილის სახელობის ქალაქ სიღნაღის საჯარო სკოლაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიცირებული სასკოლო კვირეულის - „ჩემი თვალით დანახული აფხაზეთის“ ფარგლებში, აქტივობა განახორციელეს. კონკრეტულად, სხვადასხვა კლასის მოსწავლეებისგან შემდგარმა გუნდმა ელექტრონული გაზეთი „ჩვენი ამბები“ შექმნა.
როგორც სკოლაში ამბობენ, გაზეთზე მუშაობის პროცესში გამოიკვეთა მოსწავლეთა განსაკუთრებული დაინტერესება აფხაზეთის ისტორიის, კულტურის, ქართულ-აფხაზური ურთიერთობების მიმართ. საგაზეთო მასალაზე მუშაობისას მოზარდების ემოციური მუხტიც წარმოჩინდა.
თანატოლებში ინტერესის გასაღვივებლად მოზარდებმა მოიძიეს ლიტერატურული ნაწარმოებები და ფილმები, რომლებიც ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებს ეხება და ელექტრონულ გაზეთს სასარგებლო ბმულების სახით დაურთეს.
იხილეთ გაზეთი ბმულზე.