ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის N46 საჯარო სკოლაში საინტერესეო ინტეგრირებული პროექტი ჩატარდა. პროექტი ინგლისურის და ხელოვნების
ინტეგრირებით მოეწყო და
ულიამ შექსპირის 459 წლის იუბილეს მიეძღვნა.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები პროექტში დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ, ისინი შექსპირის ბიოგრაფიასა და შემოქმედებას გაეცნენ, ასევე ახალი და მათთვის უცნობი ინფორმაციები მოიძიეს და თანატოლებს გაუზიარეს.
ამ დღესთან დაკავშირებით, მოსწავლეებმა მრავალფეროვანი გამოფენაც მოაწყვეს, რომელმაც მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა.
იხილეთ ვიდეო: